როდიდან ამუშავდება საქალაქო მარშუტკები და გაძვირდება თუ არა მგაზვრობა



loading...
კომპანია „თბილისის მიკროავტობუსში" ჯერჯერობით არ მიუღიათ ინსტრუქცია მგზავრების გადაყვანის ახალ წესთან დაკავშირებით. შესაბამის მითითებებს ისინი თბილისის მერიისგან ელოდებიან. როგორც კომპანიაში „რეზონანსს" უთხრეს, საზოგადოებრივი ტრანსპორტი დედაქალაქში სავარაუდოდ 1-ლი ივნისიდან ამუშავდება, თუმცა, ჯერჯერობით არ არის ცნობილი, პირველ ეტაპზე მხოლოდ მეტროსა და საქალაქო ავტობუსების მოძრაობა აღდგება, თუ მიკროავტობუსებისაც,
„დეტალურად ინფორმაცია მერიამ უნდა მოგვაწოდოს და ჯერჯერობით არანაირი საბუთი არ მოსულა. ვარაუდობენ, რომ პირველიდან უნდა გავიდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მაგრამ მიკროავტობუსები გავლენ თუ არა, ეს არ არის ჯერ ცნობილი," - გვითხრეს „თბილისის მიკროავტობუსში".
გარდა ამისა, კომპანიაში არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის განახლებასთან ერთად მგზავრობის ფასი გაიზრდება.
„არა, ამაზე საუბარი არ ყოფილა საერთოდ," - განუცხადეს კომპანიაში „რეზონანსს".

წყარო
loading...

Add comment

The author will be very pleased to hear feedback about your news.

reload, if the code cannot be seen

Comments 0

საიტზე არსებული ყველა მასალა აღებულია თავისუფალი ინტერნეტსივრციდან, შესაბამისად საიტის ადმინისტრაცია იხსნის სრულ პასუხისმგებლობას!