”სექტემბერში სწავლა შესაძლოა ისევ დისტანციური იყოს, შეეგუეთ ამას…” – ნახეთ რას ამბობს ამირან გამყრელელიძე ახალ სასწავლო წელზე...




loading...
არ გამოვრიცხავ, რომ დისტანციური სწავლება შემოდგომაზე ისევ გახდეს საჭირო, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე Post Tv-ის ეთერში აცხადებს.
„მეორე ტალღისთვის უნდა მოვემზადოთ, უნდა გავითავისოთ, რომ ვირუსი არ დამთავრებულა. დისტანციური სწავლება გახდა ჩვეულებრივი ატრიბუტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების და არ გამოვრიცხავ, რომ ეს შემოდგომაზე ისევ გახდეს საჭირო.
ამიტომ, ჩვენ უფრო აქტიურად უნდა მოვემზადოთ შემოდგომისთვის. თუ ეპიდსიტუაცია იქნება ისეთი, როგორიც დღეს გვაქვს – შედარებით მშვიდი, სწავლის გადადების საჭიროება არ დადგება.
სექტემბერში სწავლა აღდგება, მაგრამ შესაბამისი წესების დაცვით. ისეთი ტიპის თავისუფალი გარემო, როგორიც შარშან სექტემბერში გვქონდა, არ იქნება. სასწავლო პროცესის დაწყებისა და განვითარების უფრო მკაცრი რეგულაციები იქნება“, – ამბობს გამყრელიძე.
loading...

Add comment

The author will be very pleased to hear feedback about your news.

reload, if the code cannot be seen

Comments 0

საიტზე არსებული ყველა მასალა აღებულია თავისუფალი ინტერნეტსივრციდან, შესაბამისად საიტის ადმინისტრაცია იხსნის სრულ პასუხისმგებლობას!