"ცოტაც და კორონა მონაგონი იქნება..." - ნახეთ რა სიტუაციაა რუსთავში ბოლო დღეებში




loading...
1-ლი ივნისიდან დღემდე, რუსთავში 15 გველი დაიჭირეს, ამის შესახებ "ინფო რუსთავს" საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსფრთხო გარემოს ცენტრში განუცხადეს.

"ინფო რუსთავი" ბუნებრივია დაინტერესდა, ხომ არ არის რუსთავში გამოკვეთილი კონკრეტული უბნები, რომლებშიც ფიქსირდება ქვეწარმავლების დიდი რაოდენობა, თუმცა ცენტრის ხელმძღვანელის, დავით ბეგაშვილის ინფორმაციით, გამოძახებები ქვეწარმავლებთან დაკავშირებით ქალაქში არსებული თითქმის ყველა უბნიდან შედის.


ბეგაშვილის თქმით, ჯერჯერობით შხამიანი ქვეწარმავალი არცერთ გამოძახებაზე არ გამოუვლენიათ. მისივე ინფორმაციით, გამოძახებები ქვეწარმავლის შემჩნევასთან დაკავშირებით საცხოვრებელი სახლების ეზოებიდანაც ხდება.

აღსანიშნავია, რომ სამსახური "რუსთავსერვის ცენტრთან" შეთანხმებით, პრევნციულ ზომებსაც ატარებს. სისტემატიურად მიმდინარეობს რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში გველების ამოკრეფვითი სამუშაოები.

"ცოტაც და კორონა მონაგონი იქნება..." - ამბობს ერთ-ერთი რუსთაელი, რომელიც ფიქრობს რომ გველების შემოსევა კიდევ გაგრძელდება
loading...

Add comment

The author will be very pleased to hear feedback about your news.

reload, if the code cannot be seen

Comments 0

საიტზე არსებული ყველა მასალა აღებულია თავისუფალი ინტერნეტსივრციდან, შესაბამისად საიტის ადმინისტრაცია იხსნის სრულ პასუხისმგებლობას!