”ყველა მეცოდებით, ვინც გიორგის…” – გიორგი შაქარარაშვილს მეგობრის სულისშემძვრელი წერილი




loading...
სოციალურ ქსელში დაღუპული 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მეგობარმა ძალიან ემოციური პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
მეცოდებით ყველა,ვინც ამ კეთილი,ალალი,საყვარელი და უკარგესი ადამიანის გაცნობა ვერ მოახერხეთ. ყოველთვის კარგ ხასიათზე,ყოველთვის ყველას გამხიარულებას ცდილობდა. სულ გვეხვეწებოდა შევიკრიბით კლასიო და რომ ვიკრიბებოდით,ყველაზე მაგრად ერთობოდა,ყველას ძალით გვაყენებდა კარგ განწყობაზე…
 
მადლობა რომ ჩვენთან იყავი ცოტა ხნით მაინც.გვიყვარხარ,არასდროს დაგივიწყებთ და შენი სახელით ბევრ კარგ რამეს გავაკეთებთ.
P.S ყველა შეკრებაზე სიმღერებს,სასმელს და საჭმელს სულ გვიწუნებდა,მაგრამ ყველაზე კმაყოფილი მაინც ეგ იყო.
სოციალურ ქსელში გიორგის დამ, ანა შაქარაშვილმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელმაც უამრავ ადამიანს გული გაუთბო…



loading...

Related News

Add comment

The author will be very pleased to hear feedback about your news.

reload, if the code cannot be seen

Comments 0

საიტზე არსებული ყველა მასალა აღებულია თავისუფალი ინტერნეტსივრციდან, შესაბამისად საიტის ადმინისტრაცია იხსნის სრულ პასუხისმგებლობას!