“140 კილო კაცი შოკირებულია, ვერ ლაპარაკობს… წარმოდგენა არ აქვს, ვინ არის შაქარაშვილი” – დაკავებული ძიუდოისტის ადვოკატი…




loading...
ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი ძი­უ­დო­ის­ტი გიგა ტა­ტი­აშ­ვი­ლი ბრალს არ აღი­ა­რებს. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ “ინ­ტერპრეს­ნი­უსს” სპორ­ტსმე­ნის ად­ვო­კატ­მა გი­ორ­გი ყიფ­ში­ძემ გა­ნუ­ცხა­და. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ტა­ტი­აშ­ვი­ლი ბრალს არ აღი­ა­რებს, ის გა­მო­ძი­ე­ბას­თან თა­ნამ­შრომ­ლობს და საქ­მეს ნა­თე­ლი სწო­რად მისი ჩვე­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მო­ე­ფი­ნა.
“ბრა­ლის ფორ­მუ­ლი­რე­ბა უც­ნა­უ­რია, ედა­ვე­ბი­ან ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას და მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ბრალს არ ეთან­ხმე­ბა და არ აღი­ა­რებს, რად­გან ეს ბრა­ლი რე­ა­ლო­ბას­თან შე­უ­თავ­სე­ბე­ლია. ყვე­ლა მოწ­მე ცალ­სა­ხად ამ­ბობს, რომ ეს ადა­მი­ა­ნი არა­ფერ შუ­ა­ში არ არის, ხელი არ და­უ­კა­რე­ბია არა­ვის­თვის და ზედ­მე­ტი ნა­ბი­ჯიც კი არ გა­და­უდ­გამს არა­ვის მი­მართ, ეს ყვე­ლა­ფე­რი საქ­მე­ში მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის სა­ხით არის.
128 გბ-ია ვი­დე­ო­მა­სა­ლა, ფაქ­ტობ­რი­ვად, 80-90% გა­და­ღე­ბუ­ლია, რად­გან ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი თით­ქმის, ყვე­ლა არე­ალ­ში ხვდე­ბო­და კა­მე­რის ქვეშ. არ­სად მსგავ­სი ფაქ­ტი, რომ ვინ­მეს მი­უ­ახ­ლოვ­და, ისიც არ არ­სე­ბობს. აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყველ­გან გან­ცალ­კე­ვე­ბით დგას და არ მოქ­მე­დებს. ბრა­ლი უმოქ­მე­დო­ბა­ში რომ და­ე­დოთ, ვი­ღაც რომ ჩხუ­ბობ­და, შენ რა­ტომ არ უშ­ვე­ლეო, ამას უფრო გა­ვი­გებ­დი, ვიდ­რე ამ მუხლს, რომ­ლი­თაც ბრა­ლი წა­უ­ყე­ნეს”, – აცხა­დებს ყიფ­ში­ძე.
მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ის ვერ­ცხლის­ფერ “მერ­სე­დესს” მარ­თავ­და, რო­მე­ლიც მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის პო­ლი­ცი­ის წინ და­ლუ­ქულ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. ად­ვო­კა­ტის გან­ცხა­დე­ბით, მისი დაც­ვის ქვეშ მყოფს მცხე­თი­დან კლა­სე­ლე­ბის წა­მოყ­ვა­ნა სთხო­ვეს. კონ­კრე­ტუ­ლად, თუ ვინ სთხო­ვა სპორ­ტსმენს დახ­მა­რე­ბა, ეს ად­ვო­კა­ტის­თვის უც­ნო­ბია.
“ვერ­ცხლის­ფე­რი “მერ­სე­დე­სის” მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლის სა­ჭეს­თან იჯდა ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი, მას მცხე­თი­დან თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბის ჩა­მოყ­ვა­ნა სთხო­ვეს და ამ მო­ტი­ვით ჩა­იყ­ვა­ნეს იქ და მერე უკვე შე­ე­ჩე­ხა ამ კონ­ფლიქ­ტურ სი­ტუ­ა­ცი­ას. ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი და­ბა­დე­ბის დღე­ზე არ იმ­ყო­ფე­ბო­და, მას ჯერ და­უ­რე­კეს და მერე “ნა­ხა­ლოვ­კა­ში” თა­ვი­სი­ვე თა­ნაკ­ლა­სე­ლებ­მა და კი­დევ უც­ნო­ბებ­მა მი­ა­კი­თხეს და უთხრეს, რომ მათი მე­გობ­რე­ბი მცხე­თი­დან იყ­ვნენ ჩა­მო­საყ­ვა­ნი. იქ მო­სულს და­ძა­ბუ­ლო­ბა დახ­ვდა, ეს მან­ქა­ნი­დან გად­მო­ვი­და და არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან 10-15 მეტრში იდგა.
ის მხო­ლოდ ხი­დის ეპი­ზოდს შე­ეს­წრო. ე.წ. ოქ­როს მოწ­მემ ამოც­ნო­ბი­სას ჩემი დაც­ვის ქვეშ მყოფ­ზე თქვა, ეს ის ბი­ჭია, რო­მე­ლიც მან­ქა­ნი­დან პირ­ვე­ლი გად­მო­ვი­და და გვერ­დით დად­გა, არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა მას არ ჰქო­ნია ჩვენ­თან, არც მოგ­ვკა­რე­ბი­აო. ყვე­ლა­ზე უც­ნა­უ­რი იცით რა არის? ამ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მით იმის მცდე­ლო­ბა კი არ არის, გა­არ­კვი­ონ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვილს რა მო­უ­ვი­და.
სი­ნამ­დვი­ლე­ში, ამ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მით ის­ჯე­ბა 17 აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვა ადა­მი­ა­ნი და შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცემა ცალ­კე გამ­დგა­რია. ჩემი დაც­ვის ქვეს მყო­ფი პირ­ვე­ლი­ვე წუ­თი­დან პო­ლი­ცი­ას მაქ­სი­მა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას აწ­ვდი­და, ყვე­ლა სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით, მისი ჩვე­ნე­ბე­ბით და ინ­ფორ­მა­ცი­ით მო­ე­ფი­ნა ამ ყვე­ლა­ფერს სი­ნათ­ლე. რად­გან ბრალს არ აღი­ა­რებს, არ ნიშ­ნავს იმას, რომ გა­მო­ძი­ე­ბას­თან არ თა­ნამ­შრომ­ლობს”, – აცხა­დებს ყიფ­ში­ძე.
მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ბრალ­დე­ბუ­ლი სპორ­ტსმე­ნი ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია.
“გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი რომ შევ­ხვდი, ორ­მეტ­რი­ა­ნი, 140 კილო კაცი ისეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, ვერ ლა­პა­რა­კობს, სრუ­ლი კო­ლაფ­სი აქვს, ცუ­და­დაა, შო­კი­რე­ბუ­ლია, რომ და­ა­კა­ვეს. მას სა­ერ­თოდ წარ­მოდ­გე­ნა არ აქვს, ვინ არის შა­ქა­რაშ­ვი­ლი. ამომცნობ­მა მოწ­მე­მაც თქვა, ესე­ნი რომ მო­ვიდ­ნენ, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი ჩვენ­თან ერ­თად არ იყოო”, – აცხა­დებს ყიფ­ში­ძე.





loading...

Related News

Add comment

The author will be very pleased to hear feedback about your news.

reload, if the code cannot be seen

Comments 0

საიტზე არსებული ყველა მასალა აღებულია თავისუფალი ინტერნეტსივრციდან, შესაბამისად საიტის ადმინისტრაცია იხსნის სრულ პასუხისმგებლობას!