"ვისთვის ვმუშაობდით მე და თამარი, ეს კონფიდენციალურია" – ბაჩალიაშვილის თანამშრომელი გარდაცვლილი გოგონას გასაიდუმლოებულ საქმიანობაზე




თამარ ბაჩალიაშვილის ერთ-ერთ თანამშრომელი ესაუბრა. როგორც ის ამბობს, თამარი გასაიდუმლოებულ პროექტებზე მუშაობდა. წერდა პროგრამებს და ამ სფეროში ერთ-ერთი მაღალი რეპუტაციის პროფესიონალი იყო. „პრაიმტაიმი“ მის ვინაობას არ ასახელებს. როგორც თავად განმარტავს, უამრავი სამუშაო და ძალიან ცოტა თავისუფალი დრო აქვს. 


„თამარ ბაჩალიაშვილთან ერთად რამდენიმე პროექტში ვიმუშავე. რა პროექტები იყო, ამის თქმა არ შემიძლია, კონფიდენციალური ინფორმაციაა, მოგვიწია ერთად მოთხოვნილ შეკვეთებზე მუშაობა.

საოცრად აზროვნებდა და ჩვეულებრივ ადამიანზე ბევრად უფრო სწრაფად ითვისებდა ყველაფერს. ის დიდი პროფესიონალი იყო, ჩვენ ერთად  გვიმუშავია და ვიცი მისი რესურსი.

ის ძალიან ყურადღებიანი და ფრთხილი იყო თავის საქმეში. იმდენად მწირ ინფორმაციას აძლევენ დამკვეთები, რომ არ მგონია ისეთი რამ აღმოეჩინა, რის გამოც მას გაუსწორდებოდნენ, თუმცა არაფერს გამოვრიცხავ, ეს ისეთი პროფესიაა და ისეთი გონებრივი შესაძლებლობები ჰქონდა...

არ ეტყობოდა, რომ რამე პრობლემა ჰქონდა.  მე მასთან თებერვლის ბოლომდე მქონდა შეხება, მაგრამ არ მჯერა თვითმკვლელობის ვერსიის“, – გნაცხადა მისმა მეგობარმა.

იხილეთ სრულად: პრაიმტაიმი

Related News

Add comment

The author will be very pleased to hear feedback about your news.

reload, if the code cannot be seen

Comments 0

საიტზე არსებული ყველა მასალა აღებულია თავისუფალი ინტერნეტსივრციდან, შესაბამისად საიტის ადმინისტრაცია იხსნის სრულ პასუხისმგებლობას!