23 წლის დაღუპული პროგრამისტის ფეისბუქ გვერდი სოციალური ქსელიდან გაქრა – ვინ წაშალა თამარის პროფილი ფეისბუქიდან?




თამარ ბაჩალიაშვილის Facebook გვერდი აღარ იძებნება. მიზეზი უცნობია. ადვოკატი “მთავარი არხის” ეთერში აღნიშნულთან დაკავშირებით არ საუბრობს.
მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპზე, ის კომენტარს არ გააკეთებს.

“ამის თაობაზე არაფერს გეტყვით. მალე მივდივარ ექსპერტიზის ბიუროში კომპიუტერთან დაკავშირებით და გავარკვევ, წინასწარ არაფერს გეტყვით.
კომპიუტერი არ გაიხსნება ჩემი თანდასწრების გარეშე, მე იქ ვიქნები ჩემს წამომადგენელთან ერთად; თუ ჩემი თანდასწრების გარეშე გახსნილი აღმოჩნდება კომპიუტერი – ეს დადასტურდება.
სხვა შემთხვევაში, ჩავატარებ ყველანაირ ექსპერტიზას, იმისთვის, რომ დამატებითი კითხვები არ გამიჩნდეს,”- აცხადებს ადვოკატი და დასძენს, რომ თუ კომპიუტერი გაიხსნება, გასაჯაროვდება მხოლოდ ის, რაც ხელს არ შეუშლის გამოძიებას.

ვინ იყო თამარ ბაჩალიაშვილი? უყურეთ ვიდეოს…



Related News

Add comment

The author will be very pleased to hear feedback about your news.

reload, if the code cannot be seen

Comments 0

საიტზე არსებული ყველა მასალა აღებულია თავისუფალი ინტერნეტსივრციდან, შესაბამისად საიტის ადმინისტრაცია იხსნის სრულ პასუხისმგებლობას!