"თით­ქოს, აღა­რა­ფერს უნდა გა­ვეკ­ვირ­ვე­ბი­ნე, მაგ­რამ..." - ანიტას დედის პირველი კომენტარი დასაქმების შემდეგ




loading...
პატარა ანი­ტა ფა­ცა­ცია რამ­დე­ნი­მე თვის წინ მთელ­მა ქვე­ყა­ნამ გა­იც­ნო. გო­გო­ნას, რო­მელ­საც გუ­ლის პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და და გა­დარ­ჩე­ნის­თვის იბ­რძო­და, მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო გულშემატკივრობდა. სამ­წუ­ხა­როდ, 2 წლის ანი­ტა ინ­დო­ე­თის კლი­ნი­კა­ში 2-თვი­ა­ნი მკურ­ნა­ლო­ბის შემ­დეგ გარ­და­იც­ვა­ლა.

როგორც ანი­ტას დედა მა­რი­კო სად­რა­ძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს, ის შს მი­ნის­ტრის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით უწყე­ბა­ში და­საქმდა.
"ამ თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ადა­მი­ა­ნე­ბის მხარ­და­ჭე­რა და ყუ­რა­დ

ღე­ბა ისე­თი დო­ზით მი­ვი­ღე, რომ თით­ქოს, აღა­რა­ფერს უნდა გა­ვეკ­ვირ­ვე­ბი­ნე, მაგ­რამ, კი­დევ სულ სხვა შეგ­რძნე­ბაა, როცა, იგებ, რომ შენ­თვის სრუ­ლი­ად
უცხო ადა­მი­ა­ნე­ბი, შენ­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად ფიქ­რო­ბენ და ზრუ­ნა­ვენ შენ­ზე, ცდი­ლო­ბენ ცხოვ­რე­ბის ფერ­ხულ­ში ჩაბ­მა­ში ამო­გიდ­გნენ გვერ­დში.
ამ ზრუნ­ვის შე­დე­გად აღ­მოვ­ჩნდი ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში - გა­რე­მო­ში, სა­დაც, თით­ქოს, ყვე­ლა­ფე­რი უცხო უნდა ყო­ფი­ლო­ყო, მაგ­რამ სა­თი­თა­ოდ ყვე­ლამ ოჯა­ხის წევ­რი­ვით მი­მი­ღო და ჩა­მი­ხუ­ტა გულ­ში. მად­ლო­ბა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს და პი­რა­დად მი­ნისტრს ამ გუ­ლის­ხმი­ე­რე­ბის­თვის!

გან­სა­კუთ­რე­ბით კი, მინ­და ნინო გიორგობიანის როლი გა­მოვ­ყო. ადა­მი­ა­ნის, რო­მელ­მაც პირ­ვე­ლი­ვე შეხ­ვედ­რა­ზე სა­ოც­რად სა­მარ­თლი­ა­ნი და საქ­მის­თვის მებ­რძო­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა და­მი­ტო­ვა და რომ­ლის სი­კე­თის დამ­სა­ხუ­რე­ბა­ცაა, ახალ ოჯახ­ში ჩემი შე­ბი­ჯე­ბა.

იმე­დი მაქვს, შევ­ძლებ და ამ გა­უმ­ჟღავ­ნე­ბე­ლი ზრუნ­ვის, გვერ­დში დგო­მი­სა და სი­კე­თის სა­პა­სუ­ხო თა­ნამ­შრომ­ლო­ბას და­ვუბ­რუ­ნებ ოჯახს, რო­მელ­მაც ასე თბი­ლად, მი­მი­ღო" - წერს მა­რი­კო სად­რა­ძე.

წყარო: რესზონანსი
loading...

Related News

Add comment

The author will be very pleased to hear feedback about your news.

reload, if the code cannot be seen

Comments 0

საიტზე არსებული ყველა მასალა აღებულია თავისუფალი ინტერნეტსივრციდან, შესაბამისად საიტის ადმინისტრაცია იხსნის სრულ პასუხისმგებლობას!