“საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა და 3 კაცზე მეტის ჩაჯდომა მანქანაში…” – ნახეთ ზუსტად რომელი შეზღუდვები გაუქმდება ხვალიდან



loading...
ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები ეტაპობრივად იხსნება. ეპიდემიოლოგების ერთი ნაწილის შეფასებით, საგანგებო მდგომარეობის გაუქმებასთან ერთად რომელსაც 22 მაისს ეწურება ვადა, სხვა კონკრეტული აკრძალვებიც უნდა მოიხსნას, როგორიცაა ე.წ. კომენდანტის საათი, ავტომანქანაში 3 კაცზე მეტის ჩასხდომის აკრძალვა და ა.შ.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 23 მაისს სრულდება. პრეზიდენტის დეკრეტი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ 22 მაისის ჩათვლით მოქმედებს.

შესაბამისად, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, მათ შორის, კომენდანტის საათი ხვალ, 22 მაისსაც იმოქმედებს და 23 მაისიდან მოიხსნება.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, აღარ გაგრძელდეს საგანგებო მდგომარეობა და შესაბამისად, კომენდანტის საათი.
მისივე თქმით, საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მიუხედავად, საჭიროა ელემენტარულ წესების დაცვა, რომლებიც „მოგვცემს შესაძლებლობას, შევაფერხოთ და ვმართოთ ვირუსის განვითარების ტემპი“. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოს შესამუშავებლად, მთავრობამ პარლამენტს უკვე მიმართა.

„ჩვენ ამ თხოვნით მივმართეთ პარლამენტს, ეს მუშაობა ახლა მიმდინარეობს და იმედია, გარკვეული შეზღუდვები, რომლებიც აუცილებელია ჯანდაცვის სფეროსთვის, იქნება შენარჩუნებული“, – დასძინა გიორგი გახარიამ.

პრემიერმინისტრის მრჩეველის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავებაზე ჯერ საუბარი არ არის. მისი განმარტებით, ამ გადაწყვეტილებას ეპიდემიოლოგებთან ერთად მიიღებენ.

"ტრანსპორტი არის ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი თემა. თქვენ, როგორც იცით თავიდანვე პრემიერმინისტრმა და მთავრობამ გახსნების ეტაპებში არცერთ ცალკეულ ეტაპს არ დაუკავშირა ეს კონკრეტული მოქმედება, ვინაიდან ეს ღონისძიება დაკავშირებული იქნება ქვეყანაში ეპიდმდგომარეობასთან და ჩვენს ეპიდემიოლოგებთან ერთად მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას", — თქვა ირაკლი ჩიქოვანმა.

თანაც, დღეს არსებული ეპიდვითარება დადებითად ფასდება და ამ შეზღუდვების მოხსნით, ახალი, მორიგი აფეთქება მოსალოდნელი არ არის. თუმცა 20 მაისს საკოორდინაციო საბჭოს სხდომა უნდა გაიმართოს. 22 მაისიდან, საგანგებო მდგომარეობის და კომენდანტის საათის გაუქმებისას, სავარაუდოდ მოიხსნება 3 კაცზე მეტის ჩასხდომა ავტომანქანაში (მაგრამ არა ტაქსებში). 1 ივნისიდან კი დიდი ალბათობით აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოძრაობა.

წყარო: 1tv.ge imedinews.ge
წყარო
loading...

Add comment

The author will be very pleased to hear feedback about your news.

reload, if the code cannot be seen

Comments 0

საიტზე არსებული ყველა მასალა აღებულია თავისუფალი ინტერნეტსივრციდან, შესაბამისად საიტის ადმინისტრაცია იხსნის სრულ პასუხისმგებლობას!